Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნოდარ ხადური: არ გამოვრიცხავ, რომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტზე მეტი იყოს

568a38d2d164e
BM.GE
04.01.16 13:13
1225
ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3 პროცენტზე მეტი იყოს.
 
„წლიური ეკონომიკური ზრდა უკვე არის 3 პროცენტი. 16 იანვარს გვექნება მონაცემები, როგორი იყო დეკემბერი დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის თვალსაზრისით. არ გამოვრიცხავ, რომ 2015 წლის განმავლობაში 3 პროცენტზე ცოტა მაღალიც იყოს ეკონომიკური ზრდა.

სესხი ნაკლები ავიღეთ, პრივატიზაციის გეგმა შესრულებულია, გადაჭარბებაც არის 5 მილიონი ლარით, 285 მილიონია ჩარიცხვა“, - განაცხადა მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“.

შეგახსენებთ, რომ 11 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტია.