22.Jan.2016 13:06
Economy

ნოდარ ებანოიძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის თემა პოლიტიკურ ასპექტებში გადავიდა

ნოდარ ებანოიძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის თემა პოლიტიკურ ასპექტებში გადავიდა
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის თემა პოლიტიკურ ასპექტებში გადავიდა", - აღნიშნულის შესახებ, ნოდარ ებანოიძემ "ბიზნესოკნტაქტს" განუცხადა. დეპუტატი თვლის, რომ პარლამენტმა არა გიორგი ქადაგიძის საქმიანობის ანგარიში, არამედ ეროვნული ბანკის ანგარიში უნდა მოისმინოს.
 
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის თემა პოლიტიკურ ასპექტებში გადავიდა. ჩვენ უნდა მოგვესმინა ეროვნული ბანკის 2014 წლის საქმიანობის ანგარიში. ეს არ ეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს და იმ პერიოდს როდესაც ის ბანკს ხელმძღვანელობდა. ჩვენ დაგვერღვა ვადები. ეს გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ამ ანგარიშს, თუნდაც დარღვეული ვადით.

ჩვენ გასულ წელს ასევე არ მოგვისმენია აუდიტის სამსახურის ანგარიშიც და ესეც ცუდია. აუდიტის სამსახური ჩვენმა კომისიამ შეამოწმა და ყველაზე დადებითი დასკვნები გაკეთდა ამ წელს, - 2014 წელს. არ იყო რაიმე სირთულე ვთქვათ პერსონალთან, მაგრამ აქაც ვერ მოვახერხეთ, რადგან არ მოგვცა რეჟიმმა საშუალება, განსაკუთრებით წლის ბოლოს. ჩვენ ამ ანგარიშს ბუნებრივია უნდა მოვუსმინოთ.

ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ეროვნული ბანკის ანგარიშს, მე ბატონი ქადაგიძის რამდენიმე გამოსვლას მოვუსმინე, სადაც ის ამბობს, რომ ამთავრებს მოღვაწეობას ბანკის პრეზიდენტად, - ეს აბსოლიტურად არ უკავშირდება ამ საკითხს", - განაცხადა ებანოიძემ.



21.Aug.2019 13:04
91

Fady Asly - Open letter to Bidzina Ivanishvili

More
21.Aug.2019 12:22
51

Georgia has exported $2.1 bn in 2019, Copper is a top export commodity

More
21.Aug.2019 12:17
38

Geostat - Unemployment falls below 11.5% in Georgia

More
21.Aug.2019 11:51
678

Ryanair plans to start flights from Georgia

More
19.Aug.2019 18:06
94

TAV Georgia - Georgian aviation industry is facing a shortage of qualified personnel

More
19.Aug.2019 16:17
246

TBC Group buys majority stake in Georgian E-commerce platform My.ge for GEL 19.5 million

More