Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა, რომ ლუდზე აქციზი 100%-ით არ გაიზარდა

567d0e3a939ee
BM.GE
25.12.15 13:35
1784
"ის რომ აქციზის გადასახადი ლუდზე 100%-ით არ გაიზარდა და გაიზარდა 50 პროცენტით გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა", - აღნიშნულის შესახებ კომპანია ნატახტარის კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. ბიზნესმენი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე საუკეთესო კანდიდატია.
 
"ბატონი გიორგი კვირიკაშვილი საუკეთესო კანდიდატია იმ კუთხით, რომ ზუსტად იცის რა როლი აქვს ბიზნესს ქვეყნის აღმშენებლობაში. ძალიან სწორად იცის თუ რა ფუნქცია აკისრია სახელმწიფოს, იმისთვის რომ შეიქმნას ისეთი ბიზნესგარემო სადაც ბიზნესი წარმატებულად გაიზრდება.

ის რომ აქციზის გადასახადი ლუდზე 100%-ით არ გაიზარდა და გაიზარდა 50 პროცენტით მისი დამსახურებაა. ჩვენ გვქონდა ამ თემაზე მასთან კომუნიკაცია“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.