Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნიკა ქურდიანი: მაღალი ხარისხის ფინანსური განათლება გამოკითხული მოსახლეობის 6%-ს აქვს

571a170717faa
BM.GE
22.04.16 16:18
1297
პირველად საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგად დადგინდა თუ რამდენად არის საზოგადოება გათვითცნობიერებული ფინანსურ საკითხებში, როგორია მათი დამოკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ისისნი ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. კვლევაში მონაწილეობა სულ 1000-მა რესპოდენტმა მიიღო. კვლევის შედეგებზე “ბიზნესკონტაქტთან“ TBC Bank-ის გენარალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი საუბრობს.

- რამ გიბიძგათ, რომ აღნიშნული კვლევა ჩაგეტარებინათ?
 
- TBC Bank-ს რამდენიმე წელია ფინანსური ხარისხის ასამაღლებლად დიდი პროგრამა აქვს აწყობილი. ეს ჩვენი ზოგადად კორპორატიული სოციალური პასუხისმგელობის ნაწილია. ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, როგორც ფიზიკური პირების განათლების ამაღლების კუთხით, ასევე იურიდიული პირების. ბიზნესის მხარდაჭერის ბევრნაირი პროგრამა გვაქვს, მაგრამ აქამდე არ იყო არცერთი კვლევა, რომელიც დინამიკას აჩვენებდა.

მსგავსი კვლევა აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტარდება. კვლევა საჯაროა და ის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტებთან ერთად გავაკეთეთ. პირველი ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის სკოლა ISET-ი და მეორე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია TNS-ი, რომელმაც კვლევა ჩაატარა. ჩვენ ამ თემის გარშემო გავერთიანდით და სისტემატურად ვფიქრობდით ამ კვლევის გაკეთებაზე. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დინამიკის გამზომი რაღაც ინსტრუმენტი, რომელიც ამ მიმართულებით ფინანსური განათლების ხარისხს დადგენს.

- თქვენი შეფასებით პირველადი ინფორმაციით, რომელსაც ფლობთ, რამდენად სავალალო ან რეალისტური შედეგი მივიღეთ?

სიტუაცია საგანგაშო და სავალალო ნამდვილად არ არის.მეთოდოლოგიაზე მოკლედ მოგახსენებთ, აღებულია 8 პარამეტრი, მათ შორის, ინფლაცია, პროცენტი, ბიუჯეტის მართვა, დანაზოგების კეთება და ა.შ.

გამოკითხულთა 6% ფინანსური განათლების მაღალი ხარისხით ხასიათდება, 42%-საშუალოთი და დანარჩენი დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 50/50-ზე გაიყო სოციუმი და საშუალო სურათი გვაქვს. ცუდი არ არის, მაგრამ ცალსახად სამუშაოა. თუ რეგიონალურ, ასაკობრივ, შემოსავლების და ა.შ. ჯგუფებს განვიხილავთ იქ სურათი უფრო დასაფიქრებელია. მაგალითად, რეგიონში ცალსახად უფრო ნაკლებადაა ფინანსური საკითხების აღქმა, ვიდრე - თბილისში.