NDI-მ საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის ნოემბრის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა, - გამოკითხულთა 57 პროცენტისთვის მთავარი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 29 პროცენტისთვის სიღარიბე. გამოკითხულთა 29 პროცენტი მთავარ ეროვნულ საკითხად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს, 28 პროცენტი პენსიებს, ხოლო ფასების ზრდასა და ინფლაციას 26 პროცენტი. გამოკითხულთა 20 პროცენტისთვის მთავარი ეროვნული საკითხი ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა.
კვლევა 17 ნოემრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/- 1,8 პროცენტია.