21.Apr .2016 11:47

ნავთობის ფასმა 46 დოლარს გადააჭარბა

views 892
Back

მსოფლიოში ნავთობის ფასი მატებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 46,05 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ფასი ბარელზე 44,45 დოლარი გახდა.
 
გასულ კვირას ამერიკაში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მილიონი ბარელით, 538 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. წარმოება კი დღე-ღამეში 24 000 ბარელით შემცირდა 8,953 ბარელამდე, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.