სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პროექტი მოიცავს ორი ჰესის მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ. პროექტის განხორციელების მოდელია „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება.
პროექტი უნდა განხორციელდეს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. პროექტი შედგება "ნამახვანი" და "ტვიში" ჰესებისაგან. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაა 730 მლნ.აშშ დოლარი.