22.Dec.2015 16:11
Economy

ნაძვის ხეები უმეტესად სამცხე-ჯავახეთსა და სვანეთში იჭრება, - უკანონო ჭრაზე ჯარიმა 200-დან 500 ლარამდეა

ნაძვის ხეები უმეტესად სამცხე-ჯავახეთსა და სვანეთში იჭრება, - უკანონო ჭრაზე ჯარიმა 200-დან 500 ლარამდეა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით, "ნუ მოჭრი ნაძვს, იზრუნე გარემოზე!" იწყებს. ნაძვის ხის უკანონოდ ჭრაზე ჯარიმა 200-დან 500 ლარამდეა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახურის უფროსის, ელენე იაკობიძის განცხადებით, უკანონოდ მოჭრილი ნაძვის ხეების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა საახალწლო პერიოდში მათი რაოდენობა კვლავ მაღალი რჩება. ნაძვის ხეების რეალიზება უმეტესად თბილისში ხდება, მათი უკანონო ჭრის ყველაზე მეტი შემთხვევა კი სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება.
 
"ჯარიმები საკმაოდ მკაცრია. ტყის ფონდის ტერიტორიიდან მოჭრილ ხე-მცენარეზე ჯარიმა 200-დან 400-ლარამდეა გათვალისწინებული და თუ ეს დაცული ტერიტორიების საზღვრებში ხდება, მაშინ ჯარიმა უფრო მეტია - 500 ლარიდან ზევით. საახალწლო პერიოდში მაინც საკმაოდ მაღალია უკანონოდ ჩამორთმეული წიწვოვანი ხე-მცენარეების რაოდენობა.

ვისაც სურვილი აქვს ცოცხალი ნაძვის შეძენის, სავალდებულოა, რომ რეალიზატორს ჰქონდეს ადგილწარმოშობის ცნობა, თუ სად არის ნაძვი მოჭრილი. სარეალიზაციოდ სავალდებულოა ნაძვი კერძო საკუთების ტერიტორიაზე, კერძო პლანტაციებში, ან სანერგეებში იყოს მოჭრილი. შესაძლებელია ასევე, იმპორტირებული ნაძვის ხე შეიძინონ, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტი,’’ - აღნიშნავს ელენე იაკობიძე. მისი თქმით, სამინისტროს აქვს უფლება უკანონოდ მოჭრილი ხე-მცენარეებით დატვირთული მანქანა საჯარიმო სადგურზე გადაიყვანოს.

“თუ უკანონო ხე-მცენარეებით დატვირთული მანქანა დაკავებული იქნა, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს, საქმის საბოლოო განხილვამდე უფლება აქვს ეს ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს. დარღვევების სტატისტიკა დღეის მდგომარეობით მუშავდება. შედეგები კიდევ დაზუსტდება და წლის ბოლოს ცნობილი იქნება. ძირითადად წიწვოვანი, საახალწლო ნაძვის ხეების რეალიზაცია თბილისში ხდება. თუმცა ასეთი შემთხვევები ქუთაისში და ბათუმშიც არის. არასაახალწლო პერიოდში, ხე-ტყის უკანონო ჭრა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ცხელ წერტილებად სამცხე-ჯავახეთი და სვანეთი რჩება", - განაცხადა ელენე იაკობიძემ.



23.Jul.2019 17:59
25

Trade balance continued to improve in June

More
23.Jul.2019 17:26
55

What are the prices at Georgia's five star hotels

More
23.Jul.2019 15:51
35

Bakhtadze: Government invested $69 mln more in infrastructure projects in 2019

More
23.Jul.2019 12:10
34

IRI-commissioned Poll says Mood Somber in Georgia

More
22.Jul.2019 14:54
96

TBC Bank and ResponsAbility Investments sign USD 10 Million Loan Agreement

More
22.Jul.2019 11:17
200

Despite the flight ban, tourism growth remains positive - TBC Research

More