Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2016 წლის პროგრამა დაამტკიცა

56bdf9db67031
დავით ჯალაღონია
12.02.16 19:23
1264
მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2016 წლის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის განსახორციელებლად 2016 წლის ბიუჯეტიდან, 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.
 
თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობაზე დაყრდნობით ახორციელებს.

პროგრამის მიხედვით, 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის 4 000 ლარია გათვალისწინებული, 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 5 000 ლარი, 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 8 000 ლარი, 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისათვის კი – 12 000 ლარი.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამით გამოყოფილი თანხა ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას, კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ასევე გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვას უნდა მოხმარდეს.

საერთო ინტერესების გათვალისწინებით, პროგრამა რამდენიმე დასახლებისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანებასაც ითვალისწინებს. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების მ.ონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.