საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა პალატის წევრებს გააცნო მშპ-ს ახალი მაჩვენებელი, რომლის თანახმადაც ეკონომიკური ზრდის ტემპმა 3 პროცენტი შეადგინა. როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობა წლის ბოლოსთვის აღნიშნული მაჩვენებლის 3-პროცენტიან ნიშნულამდე შენარჩუნებას პროგნოზირებს.
"ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება კერძო სექტორის განვითარების და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა გამჭვირვალე და ეფექტიანი მთავრობის პირობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ ვუზრუნველვყოთ კონკურენტული ბიზნეს-გარემო, სადაც საკუთრების უფლება არის მკაცრად დაცული, სასამართლო თავისუფალი, ხოლო სახელმწიფო ჩაერიოს იქ, სადაც კერძო სექტორის შესაძლებლობები შეზღუდული ან არაეფექტიანია," - გაანცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.