Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა სამინისტროების პრიორიტეტულ მიმართულებებზე პრეზენტაციას გამართავს

56a71d4c58f44
BM.GE
26.01.16 11:13
1265
„არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
 
პრემიერის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მმართველობის რეფორმა იქნება, რაც გამჭვირვალობის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

"ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო მაღალი იყოს. მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა არასამთავრობოებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ინტენსიური პროცესის შესახებ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად, ყველა მინისტრი ერთობლივად განიხილავს თითოეული სამინისტროს პროექტების პორტფელს, რის შემდეგაც ხდება მათი პრიორიტეტიზაცია.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ერთობლივი პრეზენტაცია ყველა სამინისტროს განხრით, რას თვლის მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად.