Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო სექტორის ჩართულობის გეგმას წარმოადგენს

56c3177db9243
BM.GE
16.02.16 16:33
1964
მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალ პრინციპებზე გადაყვანის გეგმას ამზადებს, რათა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განვითარდეს.
 
„საუბარია ჩქაროსნული მაგისტრალსა და არაერთ მნიშვნელოვანი გზაზე, მათ შორის - ქუთაისი-სვანეთის, გომი-რაჭის, ქუთაისი-სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები; ლარსი-მცხეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზები და თბილისიდან კახეთის გავლით აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა, რომელზეც შემდგომ მთელი ეკონომიკა აშენდება. ამ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კონკრეტულ ნაბიჯებს შემოგთავაზებთ, რათა ძირითადი ჩონჩხი დაგეგმილი 2023 წლის ნაცვლად, 3-4 წელიწადში დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობას ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.