Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავს

56bc239f4d2fa
BM.GE
11.02.16 09:59
1023
მთავრობა დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც საქართველოში საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა, კანონპროექტების პაკეტზე დღეს მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება.
 
"ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, დროის მინიმალურ მონაკვეთში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.