Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიოს ქვეყნები და უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტებს უფასოდ სწავლა შეუძლიათ

56a35180475c8
BM.GE
23.01.16 14:09
2477
ფინეთი, ავსტრია, ნორვეგია და გერმანია იმ ქვეყნების სიაში შედიან სადაც სტუდენტებისთვის სწავლა ან სრულიად უფასოა ან გადასახადი მინიმალურია. scholars4dev.com-ი ამ ქვეყნებში არსებული უნივერსიტეტიტებისა და კოლეჯების სიას და სტიპენდიების პროგრამებს აქვეყნებს.

ფინეთი (შედგენილია studyinfinland.fi-ის მიხედვით)

ფინეთში არაერთი უნივერსიტეტი და კოლეჯია, სადაც მოქალაქეობის მიუხედავად, სწავლა უფასოა, თუმცა 2017 წლიდან იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ვინც ევროკავშირს არ მიეკუთვნებიან, სწავლაზე გადასახადი წესდება. ახალი წესი არ შეეხება დოქტორანტურის საფეხურზე სწავლას.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის არერთ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლა უფასოა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სტუდენტმა საცხოვრებელი ხარჯები თავად უნდა აანაზღაუროს. ასევე გასათვალისწინებელია სასწავლებელი ენა, რომელზეც კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს.

ამ მომენტისთვის ფინეთი უმეტესად დოქტორანტურისა და სამეცნიერო სამუშაოს დაფინანსებებს გთავაზობთ.

ინფორმაცია ფინეთში არსებულ უნივერსიტეტებზე შეგიძიათ იხილოთ ბმულზე

ინფორმაცია ფინეთში სტიპენდიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ავსტრია (შედგენილია studyinaustria.at-ის მიხედვით)

ავსტრიაში არა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლა სემესტრში 360-720 ევრო ჯდება, გარდა ამისა სტუდენტი ვალდებულია დამატებით 17 ევრო სტუდენტურ გაერთიანებისთვის, ხოლო 50 ევრო დაზღვევისთვის გადაიხადოს. აღნიშნული გადასახადი ავსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედებს. ზოგიერთი ნაკლებად განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასოა და სტუდენტს მხოლოდ დაზღვევისა და სტუდენტური კავშირის თანხის გადახდა უწევს. ავსტრიაში ცხოვრების ხარჯი თვეში დაახლოებით 800 ევროს შეადგენს.

ინფორმაცია ავსტრიაში არსებილი უნივერსიტეტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ნორვეგია (შედგენილია Studyinnorway.no-ის მიხედვით)

ნორვეგიის სახელმწიფო უნივერსიტეტები და კოლეჯები, როგორც წესი სტუდენტებისთვის უფასოა, როგორც მაგისტრატურის და ბაკალავრიატისა, ასევე დოქტორანტურის საფეხურზე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლაზე გადასახადი აქვს დაწესებული, რაც უმეტესად მაგისტრატურის საფეხურს ეხება. ასევე სტუდენტები ვალდებულები არიან სემესტრში, 300-600 კრონის გადასახადი გადაიხადონ.

ნორვეგიის კერძო უნივერსიტეტში სწავლა უმეტესად ფასიანია, თუმცა სწავლის საფასური ნორვეგიის კერძო უნივერსიტეტებში სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით იაფია. უნდა გაითვალისწინოთ რომ საცხოვრებელი ხარჯები ნორვეგიაში მაღალია და ის წელიწადში 90,000-1000,000 კრონს შეადგენს.

ინფორმაცია ნორვეგიაში არსებულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ინფორმაცია ნორვეგიაში სტიპენდიების პროგრამაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

გერმანია (შედგენილია study-in.de-ისა და research-in-germany.org-ის მიხედვით)

გერმანიაში სტუდენტებისთვის ბაკალავრის საფეხურზე, სწავლა სრულიად უფასოა, თუმცა ზოგიერთ ფედერალურ შტატში, სტუდენტური მოსაკრებლისა და ადმინისტრაციული გადასახადის გადახდაა საჭირო. მაგისტრატურის საფეხურზე გერმანიაში სწავლა უმეტესად ფასიანია, თუმცა გადასახადი სხვა ქვეყნებთან შედარებით მკვეთრად დაბალია.

ინფორმაციაცია გერმანიაში არსებულ უნივერსიტეტებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ინფორმაცია გერმანიაში სტიპენდიებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე