Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიო ბანკი რუსეთში 2016 წელს ეკონომიკურ რეცესიას პროგნოზირებს

5690ca67cc3a5
BM.GE
09.01.16 12:50
1225
მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის 0,7 პროცენტიან კლებას პროგნოზირებს. ბანკის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა ზრდას 2017 წლიდან დაიწყებს და ის 1,3 პროცენტით გაიზრდება, 2018 წელს კი 1,5 პროცენტით.
 
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ნავთობზე შემცირებული ფასები და ეკონომიკური სანქციები ახდენს. ანგარიშის მიხედვით 2015 წელს მსოფლიოში ნავთობის ფასები 46 პროცენტით შემცირდა.