08.Jan.2016 12:08
Economy

მსოფლიო ბანკი: 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით, 2017-ში 4,5%-ით, 2018-ში კი 5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკი: 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით, 2017-ში 4,5%-ით, 2018-ში კი 5%-ით გაიზრდება
მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4,5 პროცენტამდე გაიზრდება, 2018 წელს კი 5 პროცენტამდე.
 
მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე ნაკლები იყო. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკას კვლავ რეცესია ელოდება, -0,7 პროცენტით. 2017 წელს მსოფლიო ბანკი რუსეთში 1,3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, - სომხეთში მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი 2,2 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, 2017 წელს 2,8 პროცენტს, ხოლო 2018 წელს 3 პროცენტს.

0,8 პროცენტით განისაზღვრა 2016 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა, 2017 წლისთვის მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანში 1,2 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, 2018 წლისთვის კი 2,7 პროცენტიანს.

მსოფლიო ბანკმა თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2016-2017 წლებისთვის 3,5 პროცენტით განსაზღვრა.



22.May.2019 23:49
43

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
59

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
97

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
134

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
116

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
110

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More