23.Mar .2016 10:02

მრავალძალამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 3,5 მილიონი ლარი გამოიყოფა

views 1432
Back

მიმდინარე წელს, მრავალძალის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის ფარგლებში, სრულად მოხდება სოფელ მრავალძალამდე მისასვლელი გზის საფარის დაგება.
 
როგორც რაჭის გუბერნატორმა, პარმენ მარგველიძე "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ისტორიულ-კულტურულ ძეგლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზის რეაბილიტაციაც მოხდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია, მისი დასრულება კი 2-3 წელიწადში იგეგმება. გუბერნატორის თქმით, პროექტი მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მიმდინარე კვირაში გავა.

ასევე, როგორც მარგველიძე განმარტავს, მიმდინარე წელს მოხდება უწერა-შოვის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც. რაც შეეხება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ მონაკვეთს, პარმენ მარგველიძეს განმარტებით, ამ ეტაპზე რამდენიმე ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს, საუკეთესოს შერჩევის შემდეგ კი პროექტის დაფინანსება მოხდება.