Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი აუქციონზე იყიდება

5720c92637c66
BM.GE
27.04.16 18:05
1265
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე ქონება პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. სახელმწიფო საკუთრებაშია 3841 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობება, რომელშიც მოსე თოიძის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი იყო განთავსებული. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს. ელექტრონული აუქციონი 2016 წლის 11 მაისს 17:00 საათზე დასრულდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.
 
აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტზე სულ მცირე 80 ნომრინი სასტუმრო ააშენოს და მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.