12.Jan.2016 16:57
World

Morgan Stanley-ი ნავთობის კიდევ 25%-იან გაიაფებას არ გამორიცხავს

Morgan Stanley-ი ნავთობის კიდევ 25%-იან გაიაფებას არ გამორიცხავს
Morgan Stanley-ი ნავთობის კიდევ 25%-იან გაიაფებას არ გამორიცხავს. „ნავთობი ძალიან მგრძნობიარეა აშშ დოლარის მიმართ და თუ ის 5%-ით გამყარდება, შესაძლოა ნავთობი კიდევ 10-25%-ით გაიაფდეს“, - წერს Bloomberg-ი Morgan Stanley-ს ანგარიშზე დაყრდნობით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნავთობის 60 აშშ დოლარამდე გაიაფება მოხდა ბაზარზე ჭარბი მიწოდებით, თუმცა 35 აშშ დოლარმდე ფასის შემცირება ძირითადად განაპირობა აშშ დოლარის გამყარებამ.

Morgan Stanley-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნავთობის 20 აშშ დოლარამდე გაიაფება შესაძლებელია, თუმცა არა იმ მიზეზით რაც ყველაზე ხშირად სახელდება - „საუბარია არა საბაზო ფაქტორების გაუარესებაზე". ბანკის ანალიტიკოსების გათვლებით, აშშ დოლარის 3,2%-ით გამყარება, რაც შესაძლებელია მოხდეს იუანის 15%-ით დევალვაციით, ნავთობი 30 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება, მაგრამ თუ ჩინურ ვალუტას სხვა ვალუტების გაუფასურებაც მოყვება, დოლარი გამყარდება და ნავთობის ფასი ვარდნას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ნავთობის ფასის 20 აშშ დოლარამდე შემცირება ადრე Goldman Sachs-მა ივარაუდა. ამ დროისათვის 1 ბარელი ნავთობი 33,18 აშშ დოლარი ღირს.



24.Aug.2019 15:52
24

Ryanair pilots plan to strike

More
24.Aug.2019 15:45
83

Russian consortium to take over port of Taman in the Kerch Strait

More
24.Aug.2019 15:33
27

Georgia plans to increase economic ties with Belaurs

More
22.Aug.2019 18:39
214

The Amazon is on fire, and not enough people seem to care

More
14.Aug.2019 18:21
123

Wizz Air postpones launch of flights to 12 new European destinations from Kutaisi

More
02.Aug.2019 00:44
162

Ryanair profit down, says growth plans could be hit further by MAX delays and Brexit

More