Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მომავალი წლიდან Volvo ავტომობილის გასაღებს მობილურით ჩაანაცვლებს

56f935a717cf7
BM.GE
28.03.16 17:45
1147
ავტომობილის გასაღებს მალე მობილური ჩაანაცვლებს. სიახლეს მომხმარებლებს Volvo მომავალი წლიდან შესთავაზებს. ავტომობილის დასაქოქად მობილური ხელსაწყო ტრანსპორტის მექანიზმს Bluetooth-ის დახმარებით დაუკავშირდება. ანალოგიური კავშირით მოხდება ავტომობილის კარის გაღების მართვა, საბარგულის გახსნა და დახურვა.

სიახლის მიხედვით, Volvo-ს მფლობელები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებენ ამავე მოდელის მანქანის ბრონირებას. ავტომობილზე წვდომის კოდს, მსურველებს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნიან. სიახლე საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილის მართვის უფლება ახლობლებს მისცეთ, ე.წ კოდის გაგზავნა მობილურით იქნება შესაძლებელი. ახალი მოდელის ტესტირება მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება. მომავალ წელს კი Volvo მომხმარებლემს მართალია შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ სიახლეს უკვე შესთავაზებს.