18.Apr.2016 11:14
Economy

მიწისქვეშა გაზსაცავის მმართველი ქართული კომპანია იქნება

მიწისქვეშა გაზსაცავის მმართველი ქართული კომპანია იქნება
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის უკვე შერჩეულია სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს ბაზის ტერიტორია, სადაც 210-280 მილიონი კუბური მეტრი ნავთობის დასაწყობება იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
 
წინასწარი გათვლებით, პროექტის განსახორციელებლად 250 მილიონი დოლარია საჭირო. საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში მონაწილეობით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის პროექტში მონაწილეობის სურვილი აზერბაიჯანულმა სოკარმაც გამოთქვა.

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, პროექტში კერძო კომპანიების ჩართვის შემთხვევაში, გაზსაცავის მმართველი კორპორაციის ან ენერგეტიკის სამინისტროს დაფუძნებული კომპანია იქნება.

"დღევანდელი გადასახედიდან მმართველი იქნება ქართული კომპანია. ალბათ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ან ენერგეტიკის სამინისტროს დაარსებული კომპანია. ანალოგიურად როგორც ვმართავთ ჩვენ მაგისტრალურ გაზსადენებს. მართვის პაკეტი დარჩება ქართული კომპანიის ხელში. სხვა კომპანია როგორც მეწილე ისე ჩაერთვება პროექტში; ან ააშენებს, ოპერირებას გაუწევს და გადმოგვცემს. ეს საკითხი ჯერ შესწავლის ეტაპზეა და გადაწყეტილება მიღებული არ არის", - აცხადებს თემურ გოჩიტაშვილი.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება. გაზსაცავი, რომელშიც ძირითადად შაჰდენიზის მეორე ფაზიდან მიღებული ბუნებრივი აირი დასაწყობდება, 2020 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



19.Aug.2019 18:06
83

TAV Georgia - Georgian aviation industry is facing a shortage of qualified personnel

More
19.Aug.2019 16:17
234

TBC Group buys majority stake in Georgian E-commerce platform My.ge for GEL 19.5 million

More
17.Aug.2019 13:52
96

Fitch Affirms Georgia at 'BB'; Outlook Stable

More
16.Aug.2019 15:05
147

Bitfury Group Launches Artificial Intelligence Division

More
15.Aug.2019 19:44
101

Georgia receives $154 mln in remittances in July 2019

More
15.Aug.2019 19:27
115

Conti Group is leaving Anaklia Development Consortium

More