23.Dec.2015 13:11
Economy

მილიონამდე ქართველი მიგრანტი - სახელმწიფოს ახალი სტრატეგია მიგრანტების ქვეყანაში რეინტეგრაციისთვის

მილიონამდე ქართველი მიგრანტი - სახელმწიფოს ახალი სტრატეგია მიგრანტების ქვეყანაში რეინტეგრაციისთვის
მთავრობამ 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც საქართველოსათვის მიგრაციის პოლიტიკის განმსაზღვრელი რიგით მესამე სტრატეგიული დოკუმენტია. საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის მიზანია 2020 წლისთვის საქართველოში მიგრაციის მართვის ისეთი საკანონდებლო და ინსტიტუციური სივრცის შექმნა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას უზრუნველყოფს, ასევე ხელს შეუწყობს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას და მიგრაციის დადებითი ეკონომიკური და დემოგრაფიული ასპექტების გამოყენებას ქვეყნის განვითარებისთვის. მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს უფროსი, გიორგი ჯაში, აღნიშნავს, რომ 2014 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქართველი მიგრანტების რაოდენობა მსოფლიოში 700 000-დან 1 მილიონამდეა. მონაცემების დაზუსტება 2016 წელს იგეგმება, როდესაც მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.
 
„სტრატეგიის მთავრი მიზანი ის არის, რომ საქართველოს მიგრაციის პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში. დოკუმენტი არა მარტო საქართველოში არსებული ორგანიზაციების მიერ შემუშავდა, არამედ ამ დოკუმენტმა ექსპერტიზა გაიარა ევროკავშირში და ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აწესებს. დოკუმენტის მიზანია ის დავალებები განაგრძოს, რაც ჩვენ თავის დროზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით მოცემული და მიღებული გვაქვს და დროთა განმავლობაში ისინი გააუმჯობესოს. ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანია ის, რომ მასში წინა სტრატეგიისგან განსხვავებით დიდი რაოდენობით არის საერთაშორისო სტანდარტები ჩადებული“, - აღნიშნავს ჯაში. ახალ სტრატეგიაში, როგორც გიორგი ჯაში განმარტავს, ყურადღებაა გამახვილებული მიგრაციის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებაზე.

„რიგითი მიგრანტისთვის საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. იქ ჩადებულია მაგალითად, შრომითი მიგრაციის და თავშესაფრის საკითხები. სტრატეგია თავიდან ბოლომდე მიგრანტზეა მორგებული. აქ საუბარი არ არის ადამიანების უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებასა და ამის კონტროლზე. აქ საუბარია, რომ მიგრაცია ქვეყნის საკეთილდღეოდ იყოს გამოყენებული და მიგრაციის დადებითი ეფექტის გამოყენება მოხდეს“, - განმარტავს გიორგი ჯაში. მისი თქმით, სტრატეგიის მიხედვით ადამიანმა თავისი მიმოსვლთ, სამმაგი მომგება უნდა მოიტანოს - „ესენია: გამომგზავნი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის, უშუალოდ მიგრანტისთვის და მეგობერი ქვეყნისთვის, სადაც მიგრანტი დროებით ჩავა. ასეთი ტიპის სქემები სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, რომ წინ აღუდგეს ინტელექტის გადინებას, მცოდნე კადრების გადინებას და საშუალება მისცეს ამ ადამიანებს, რომ იქ დასაქმდნენ. შემდგომ მათი უკანა გადმორიცხვებიც ასევე სერიოზულ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში და რაც მთავარია, დაბრუნდნენ ქვეყანაში და მათი რეინტეგრაცია მოხდეს“, - ამბობს გიორგი ჯაში.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებული პირების ინტეგრაციას, ახალი სტრატეგიის მიხედვით, ფინანსური უზრუნველყოფა თავის თავზე სახელმწიფომ აიღო. ანალიტიკოსი ნინო გვინაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში დაბრუნებული პირები სხვადასხვა უწყებებში გადამისამართდება, რომლებიც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს, მსგავს უწყებად გვინაძე ჯანდაცვის სამინისტროსაც ასახელებს.

„ადრე მსგავსი პროგრამები მხოლოდ დონორების საშუალებით ფინანსდებოდა. სახელმწიფო მომავალი წლიდან ამ პროგრამებს კიდევ უფრო აფართოვებს. სტრატეგიის ფარგლებში რაც გვაქვს არის, რომ რეგიონულ დაფარვას გააფართოვებენ, უფრო მეტ რეგიონში იქნება დაბრუნებული მიგრანტებისთვის მსგავსი სერვისები ხელმისაწვდომი. ამაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. გარდა ამისა, ჩამოსული პირების გადამისამართება მოხდება ვთქვათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები იქნება, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული პროგრამები. იხვეწება რეგიონული დაფარვა და რეფერირების სისტემა“, - განმარტავს გვინაძე.

სტრატეგიის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, დონორი ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.



22.May.2019 23:49
43

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
59

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
97

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
134

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
116

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
110

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More