Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიიღებენ თუ არა ძმები გაჩეჩილაძეები მაკა ასათიანის შეთავაზებას?

56bedde129e24
თამუნა ქემერტელიძე
13.02.16 11:33
1054
მიიღებენ თუ არა გაჩეჩილაძეები მაკა ასათიანის შეთავაზებას? ამ კითხვით "ბიზნესკონტაქტმა" გია გაჩეჩილაძის ადვოკატს მიმართა. როგორც ირაკლი კორძახია ჩვენთან საუბარში აცხადებს, დღეს რეაბილიტაციის გეგმის წარდგენას კრედიტორად დარეგისტირება არ სჭირდება და ის შეიძლება არამარტო კრედიტორმა, არამედ სხვა ნებისმიერმა მესამე პირმა წარმოადგინოს.
 
"თუ უნდათ რომ მაესტრო გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი მაშინ რატომ მეწინააღმდეგბიან ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნაზე და თუ ეს შემოთავაზება გულწრფელია მაშინ გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნას არ უნდა შეეწინააღმდეგონ", - აცხადებს კორძახია.

მისივე თქმით, თუ ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნება დირექტორად , ის იღებს ვალდებულებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში გაისტუმროს ყველა ვალდებულება. ხოლო ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ კი კორძახიას გარმარტებით, კომპანია გაკოტრების რეჟიმიდან გამოვა რეაბილიტაციის გეგმა საჭირო აღარ იქნება.

შეგახსენებთ, რომ  მაკა ასათიანი ადვოკატმა, გაჩეჩილაძეებს მაესტროს ანგარიშზე სიმბოლური თანხის, ერთი ლარის ჩარიცხვა და კრედიტორად დარეგისტრირება შესთავაზა, რის შემდეგაც გაჩეჩილაძეებს შესაძლებლობა მიეცემოდათ კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის გეგმა წარმოედგინათ.