Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Microsoft Store-ი ბიტკოინებით გადახდებს შეწყვეტს

56e6d5328d407
BM.GE
14.03.16 19:08
1263
Microsoft-ი Microsoft Store-ში ბიტკოინების როგორც საგადახდო ვალუტის მიღებას შეწყვეტს. "თქვენ ვეღარ შეძლებთ Microsoft ის ექაუნთის შევსებას ვალუტით bitcoin-ი. თუ გაქვთ ანგარიშზე დარჩენილი bitcoin-ი, მისი გამოყენება Microsoft Store-ში შესაძლებელი იქნება, თუმცა მათი განაღდება ვერ მოხდება", - ნათქვამია კომპანიის განცახდებაში, რომელიც Windows 10-ის და Windows 10 Mobile-ის პლატფორმის მომხმარებლებს შეეხებათ.
 
Microsoft-მა ბიტკოინებით საგადახდო სისტემის შემოღება 2014 წელს დაუშვა. ამისთვის კომპანიას შეთანხმების გაფორმება დასჭირდა კომპანია Bitpay-სთან, რომელიც ბიტკოინებზეა სპეციალიზებული. ამერიკელმა მომხმარებლებმა მიიღეს შესაძლებლობა Microsoft-ის მაღაზიაში, სმარტფონების, Xbox და Windows 10-ის მომხმარებლებს შეეძინათ თამაშები და აპლიკაციები სწორედ ამ ვალუტაში. მიზეზი, რის გამოც Microsoft-მა გადაწყვიტა ბიტკოინებით საგადახდო სისტემა შეეჩერებინა კომპანიამ არ დაასახელა.