Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეწარმეობის სააგენტო კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროექტს ლოს-ანჟელესში წარადგენს

56f37eb3e9009
დავით ჯალაღონია
24.03.16 09:42
1181
20-23 აპრილს მეწარმეობის სააგენტო კინოინდუსტრიის საგადასახადო შეღავათის პროექტს ლოს-ანჟელესში წარადგენს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ანა კვარაცხელიამ განუცხადა, ლოს-ანჟელესში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კინოინდუსტრიის წარმომადგენლები AFCI Location Show-ში მიიღებენ მონაწილეობას და კინოწარმოების მიმართულებით პროდუსერებს საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობებს გააცნობენ.

"ჩვენ პროდუსერების დაინტერესებას შევეცდებით და ავუხსნით მათ, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში ფილმების გადასაღებად", - აღნიშნა ანა კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში ოთხი ქართული კომპანია - "მეტრო", "მილიმეტრი", "სარკე" და "აბეკა" მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამის მიხედვით, კომპანიებსა და პროდუსერებს საქართველოში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე აუნაზღაურება.