Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მესტიაში ინდურ ფილმს იღებენ

5731ab6c69622
BM.GE
10.05.16 13:34
1331
სვანეთში, 22 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით უცხოური ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა.
 
ინდურმა გადამღებმა სტუდიამ “Mad Studio” ფილმის „დედა“ გადასაღებად სცენარის გათვალისწინებით სვანეთი შეარჩია.

ფილმის ე.წ პროდაქშენზე ქართულმა კომპანიამ Film Factory იზრუნა.
 
შეგახსენებთ რომ, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით კი აქცენტი კეთდება ინდოეთისა და ამერიკის ბაზრებზე.