Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერია თბილისის შშმ პირებისთვის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას იწყებს

56602fbc165b8
BM.GE
03.12.15 16:00
1201
2016 წლის იანვარიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას დაიწყებს. გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, მოხდება 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება. სამშენებლო პროექტისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარი გამოიყოფა.
 
როგორც მერიაში აღნიშნავენ, ადპატირების სამწლიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, გზის სავალი ნაწილის, სარეკრეაციო ზონების, კულტურული და სპორტული დაწესებულებების, ბაგა-ბაღების და ადმინისტრაციული შენობების ხელმისაწვდომობას ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.

თბილისის ადაპტირების გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას მერიის საქალაქო სამსახურები და რაიონული გამგეობები მიიღებენ.