Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

56ebb2b448886
დავით ჯალაღონია
18.03.16 11:43
1463
თბილისის მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟებისთვის კვლევას აწარმოებს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, კვლევის ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება, მზის ენერგიის ასათვისებლად შესაბამისი სისიტემების მონტაჟი კი სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწება.
 
"კვლევა გვაჩვენებს, რომელ უბენბში იქნება ეფექტური ამ სისტემების გამოყენება. თავდაპირველად, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მზის პანელები რომელიმე საბავშვო ბაღის სახურავზე დამონტაჟდება. გარდა ამისა, ქალაქში რამდენიმე ადგილზე ღამის განათების სისტემები ჩაირთვება, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს", - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მერიას ენერგოეფექტური სახუავების მონტაჟისთვის ინიციატივით მიმართა, თუმცა შესაბამისი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.