Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მერია: ალექსიძის ქუჩაზე პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა

5690dda737f44
BM.GE
09.01.16 13:50
1264
თბილისის მერია ალექსიძის ქუჩა #1-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
 
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს დეველოპერული კომპანია „აპექს ჯგუფი“ აწარმოებს, რომლის მიმართაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს წარმოება პროექტის დარღვევისა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით აქვს დაწყებული.

პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიას 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკვე დაეკისრა, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ზონალური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პროექტის ავტორებთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია „აპექს ჯგუფმა“ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც, როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ ალექსიძის #1-ში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანებული სივრცის, სკვერის გაშენება.

თბილისის მერია მზაობას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე ღია დისკუსიის გასამართად ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო ინვესტორისა და დეველოპერული კომპანიის ჩართულობით“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.