Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მეჭიაური ლარის კურსზე: შიდა ფაქტორები პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით იყო გამოწვეული

56b2f22e05c9d
BM.GE
04.02.16 10:35
1107
თამაზ მეჭიაური ლარის გაუფასურების შიდა ფაქტორებს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს უკავშირებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულმა ინსტიტუტებმა ეროვნულ ბანკს მისცეს საშუალება კონტროლის გარეშე გაეგრძელებინა მუშაობა.

"თუ რაიმე მოხდება კურსთან მიმართებაში, ან თუ აქამდე მოხდა რაიმე გარეშე ფაქტორების გარდა, - და თუ ვინმე მიუთითებს, რომ ეს იყო შიდა ფაქტორების ბრალი, - ეს შიდა ფაქტორი მაქსიმალურად იყო გამოწვეული ორი ინსტიტუტის გადაწყვეტილებების გამო, - ეს იყო პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლო.

ეროვნული ბანკი ისედაც იყო და მათ მისცეს ეროვნულ ბანკს საშუალება რომ ყოველგვარი კონტროლისა და გამჭირვალობის გარეშე გაეგრძელებინა მუშაობა“, - განაცხადა მეჭიაურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.