05.Mar.2016 13:20
Business

მეაბრეშუმეობით დაინტერესებული ბენეფიციარების მოძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს

მეაბრეშუმეობით დაინტერესებული ბენეფიციარების მოძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს
საქართველში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შუა აზიიდან საქართველოში შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების მოსახლეობისთვის ორგანიზებულად დარიგების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებით დაინტერესებული ბენეფიციარების მოძიება და მათთვის ნარგავების მოვლისა და ფორმირების შესახებ კონსულტაციების გაწევა.

როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა, უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია აღნიშნული ნერგების სანერგეში დარგვა და თუთის ნამყენი ნერგების წარმოება.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები.

შეგახსენებთ, რომ მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ და ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის 100 ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცეს. პროექტის თანახმად, ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ.

მებრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.



08.Apr.2019 17:15
289

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
449

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
752

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
652

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
385

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
448

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More