Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარტში ვადაგადაცილებული სესხები 22 მილიონი ლარით შემცირდა

57234dd6329af
BM.GE
29.04.16 16:02
1172
მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 241.4 მლნ ლარით შემცირდა და 15.62 მლრდ ლარს გაუტოლდა. საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ.
 
საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 61.6 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა და 5.43 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მარტში 66.0 მლნ აშშ დოლარით (1.5 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.42 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.9 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

ეროვნული ბანკის ცნობით, მარტის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 22.0 მლნ ლარით შემცირდა და 324.8 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.0 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 44.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.9 პროცენტს გაუტოლდა.