15.Apr .2016 11:48

მარტში საარსებო მინიმუმი შემცირდა

views 954
უკან

მარტში საარსებო მინიმუმი შემცირდა. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში 143 ლარი და 20 თეთრია. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 161,6 ლარით განისაზღვრა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 271 ლარია.

აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საარსებო მინიმუმი თითქმის არ შეცვლილა. ერთ წელში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მხოლოდ 20 თეთრით შემცირდა.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 229 ლარით განისაზღვრა, სამსულიანის 257 ლარი, ოთხსულიანის 286 ლარით, ხოლო ხუთსულიანის 322 ლარით. ექვსსულიანი და მეტი წევრის მქონე ოჯახის საარსებო მინიმუმი 380 ლარია.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.