Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მაროკოში მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური იხსნება

5668187beefe5
BM.GE
09.12.15 16:00
1467
მომდევნო თვეს მაროკოში მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 9 მილიარდი დოლარია. The Guardian-ის ინფორმაციით, სადგური ქალაქგარეთ მდებარეობს და მისი ზომა ქვეყნის დედაქალაქში მდებარე მთავარ მეჩეთზე დიდია. მზის ელექტროსადგური 580 მეგავატი ელექტროენერგიის გენერაციას მოახდენს. მაროკოს სურს მსოფლიოში წამყვანი ექსპორტიორი გახდეს, განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით. მზის ელექტროსადგურის მშენებლობაც აღნიშნული მიზნის ნაწილია. "კლიმატის ცვლილება ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს", - აცხადებს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი.
 
მზის ელექტროსადგურს ენერგიის გამომუშავება, მოძრავი სარკეების საშუალებით ღამითაც შეეძლება. მზის ელექტროსადგური სამი ფაზისგან შედგება, 2017 წელს კი როდესაც სამივე მათგანი ამუშავდება, სადგური დღის განმავლობაში საჭირო 8 საათის ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.