Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მარიამ ვალიშვილი: სახელმწიფო რესურსით ენგურჰესის რეაბილიტაცია რთული იქნება

56fcd10567960
დავით ჯალაღონია
31.03.16 11:24
1233
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის აზრით, სახელმწიფოს რესურსებით ენგურჰესის რეაბილიტაცია რთული იქნება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ვალიშვილმა ენგურჰესზე განსახორცელებელი სამუშაოების შესახებ საუბრისას განუცხადა, ამ ობიექტთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს გარკვეული ხედვა აქვს.

"ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი სამუშაოებია კიდევ დარჩენილი. დაახლოებით 5 წელიწადში ერთხელ გვირაბის რემონტი უნდა განხორციელებულიყო, რაც ვერ მოხერხდა. რა მასშტაბის იქნება ეს სამუშაოები და როგორ დაიგეგმება, ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. ჩვენ გარკვეული ექსპერტული დასკვნები გვაქვს, თუ როგორ გაკეთდეს პრიორიტეტიზაცია იმ სამუშაოებისა, რომელიც განსახორციელებელია და დამერწმუნეთ, ბევრ მილიონ დოლარზეა საუბარი", - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ენგურჰესით ინვესტორის დაინტერესების წინაპირობები არ არსებობს.

"ეს სადგური ნაწილობრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და შესაბამისად, საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელება შეზღუდულია - ამას მხოლოდ სახელმწიფო ახერხებს, გარკვეული დოზით", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესი საპროექტო კომპანიებთან ერთად უნდა განხორციელდეს.

"ეს ძალიან კომპლექსური პროექტია - საუბარია სრულმასშტაბიან სამუშაოებზე, რომელსაც მომზადება სჭირდება და მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენი რესურსებით ამის განხორციელება რთული იქნება", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.