Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარიამ ვალიშვილი: სანამ არ იქნება შეთანხმება, "გაზპრომთან" შეხვედრები გაგრძელდება

56cefcb03674f
BM.GE
25.02.16 17:02
1067
"გაზპრომთან" ბოლო შეხვედრისას ქართულმა მხარემ შეთანხმებას ვერ მიაღწია", - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, მისივე თქმით, შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

"სანამ არ იქნება შეთანხმება, შეხვედრები გაგრძელდება", - განაცხადა ვალიშვილმა. რაც შეეხება "გაზპრომთან" სასაუბრო თემებს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საუბარი შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას.

"ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რადგან ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ჩვენთან გამონაკლისი შემთხვევა იყო. მაგრამ გააჩნია რა იქნება ეს თანხა, სწორედ ამ თანხაზე ვერ ვთანხმდებით.

აზერბაიჯანი ვერ ჩაანაცვლებს იმ მომსახურებას რაც არის სომხეთის ტრანზიტი, ეს არის ჩვენი ფუნქცია და ჩვენ აქ აბსოლუტურად ორმხრივ ფორატში ვლაპარაკობთ "გაზპრომთან" და ამას კავშირი არ აქვს აზერბაიჯანთან. შესაბამისად ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ თუ გადავედით მონეტიზირებულ ოფციაზე ის მოცულობა, რომელიც საქართველს გაზის ბაზარს დააკლდება, ამის შემვსები იქნება თუ არა აზერბაიჯანი", - განაცხადა ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "გაზპრომთან" ბოლო შეხვედრა, კახა კალაძემ 18 თებერვალს, ქალაქ ვენაში გამართა.