Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მარიამ ვალიშვილი "გაზპრომზე": მთავარია, რომ ჩვენ სამართლიანი ფასი მივიღოთ

56a8add2c19fd
BM.GE
27.01.16 15:44
1084
ტრანზიტის საფასურის მონეტიზაცია ბევრ ქვეყანაში მუშაობს, - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. ვალიშვილი ამბობს, რომ ქართულ მხარეს მონეტიზაციის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მისი თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველომ იგივე სარგებელი მიიღოს, რასაც აქამდე იღებდა.
 
"მონეტიზაციას, როგორც სქემაზე, მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, აქ საკითხია ჩვენ მივიღეთ იგივე სარგებელს ფულად გამოხატულებაში თუ არა. მთავარია ის, რომ ჩვენ სამართლიანი ფასი მივიღოთ. ამას 10 პროცენტი დაერქმევა, თუ ბევრი მილიონი დოლარი, ამაზე პრინციპურლი წინააღმდეგობა არ მაქვს.

პრინციპულია რომ ის სარგებელი მივიღოთ, რასაც ვიღებდით. მოლაპარაკებები ზუსტად ამაზე მიდმინარეობს. ჩვენი მხრიდან მონეტიზაციაზე გადასვლაზე პრინციპული წინააღმდეგობა არ არის. ეს არის პრაქტიკა, რომელიც ყველა ქვეყანაში მუშაობს. ბუნებრივია, შესაძლებელია ვერ შევთანხმდეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ის მოლოდინი ვერ მივიღოთ, რაც გვაქვს. ამ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება დავა იყოს და დავის შემთხვევაში ჩვენ დასაბუთება მოგვიწევს რა არის ის სამართლიანი საფასური, - ეს რუსეთი იქნება თუ ვინმე სხვა ქვეყანა, რომელსაც მომსახურებას ვუწევთ, რომ გადაიხადოს ის სამართლიანი ფასი, რასაც ამ შემთხვევაში საქართველო იმსახურებს", - განაცხადა ვალიშვილმა.