Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მარიამ ვალიშვილი: ირანული გაზის ფასი ამ ეტაპზე კონკურენტული ვერ იქნება

56c5acc334dcd
BM.GE
18.02.16 15:35
974
ირანული გაზი ამ ეტაპზე უფრო ძვირია, ვიდრე რუსული და აზერბაიჯანული, - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, ირანული გაზის ფასი ამ ეტაპზე კონკურენტული ვერ იქნება.
 
"პრიორიტეტულობა ჩვენ გვაქვს მაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს არის აზერბაიჯანის მიმართულება. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პატრნიორია და ყველა გამოწვევის გადაჭრა ხდება აზერბაიჯანთან ერთად. კომერცული გაზის თავლსაზრისით ვფიქრობ, რომ ირანული გაზის ფასი კონკურენტული ამ ეტაპისთვის ვერ იქნება, სანამ ის რეალურად არ გახდება საერთაშორისო პროდუქტი.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა იმ განვითარებისთვის, რომელიც შესაძლოა რეგიონში მოხდეს. ამ ეტაზე კომერციულად, ის არის უფრო ძირი ვიდრე რუსული და აზერბაიჯანული", - განაცხადა ვალიშვილმა.