Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ყველას უნდა შეხვედრა რაიონის "პირველ კაცთან"

BM.GE
12.11.21 18:38
398
ანუკა ჯოხაძე უნდა შემომიერთდეს პირდაპირ ეთერში. ის დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრას ესწრებოდა, სადაც განიხილეს მოკვლევა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შეფასებას ისახავს მიზნად პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ ჭრილში. ანუკა, საღამო მშვიდობის. ისეთი სხდომა იყო, საინტერესო აქცენტებით დატვირთული, მაგრამ გვიწევს, მოკლედ შევაჯამოთ ძირითად აქცენტები, რაც ამ სხდომაზე დაისვა - სად არის მთავარი გამოწვევები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დღეს და რა პასუხები შეიძლება არსებობდეს ამ გამოწვევებთან მიმართებით?