15.Feb.2016 12:48
Business

მაკა ასათიანის ადვოკატი "მაესტროს" ჟურნალისტებს, არხის კრედიტორებად დარეგისტრირებას სთავაზობს

მაკა ასათიანის ადვოკატი "მაესტროს" ჟურნალისტებს, არხის კრედიტორებად დარეგისტრირებას სთავაზობს
მაკა ასათიანის ადვოკატი "მაესტროს" ჟურნალისტებს, ტელეკომპანიის კრედიტორებად დარეგისტრირებას სთავაზობს. გიორგი გვენეტაძე ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო სექტორსა და მედია ექსპერტებს მოუწოდებს "მაესტროს" ანგარიშზე სიმბოლური თანხა, 1 ლარი ჩარიცხონ, გახდნენ არხის კრედიტორები და შესაბამისად სასამართლოში იქცნენ მხარედ.
 
ადვოკატი გია გაჩეჩილაძეს რეაბილიტაციის გეგმის წარმოდგენასაც სთხოვს. მისი თქმით, თუ არხის რეაბილიტაციის გეგმა ყველა მხარისთვის მისაღები იქნება, ისინი "მაესტროს" გაკოტრების კუთხით პროცესების წაყვანაზე უარს იტყვიან.

"ჩვენ ვთავაზობთ, მათ რომ დაფიქსირდნენ "მაესტროს" კრედიტორად, სასამართლოში მიმდინარე გადახდიუუნარობის საქმეში. ამისთვის, "მაესტროს" ანგარიშზე, სიმბოლურად 1 ლარის ჩარიცხვაა საჭირო. ვთხოვთ მათ წარმოადგინონ სასამართლოში ე.წ. რეაბილიტაციის გეგმა, რმელზეც დიდი ხანია საუბრობენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გეგმა რეალურად არსებობს და მზად ვართ, ჩავერთოთ მის განხილვაში. საჯაროდ ვაცხადებთ, რომ თუ რეაბილიაციის გეგმა იქნება დამაკმაყოფილებელი ყველასთვის, ჩვენ ჩვენი ხმებით დავუჭერთ მხარს რეაბილიაციას და უარს ვიტყვით გაკოტრების კუთხით საქმის წარმოებაზე.

თუ გია გაჩეჩილაძეს სურს "მაესტროზე" ზრუნვა, ამისათვის არ არის აუცილებელი დაველოდოთ ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნას, მას შეუძლია წარმოადგინოს რეაბილიტაციის გეგმა", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ არხის კრედიტორთა კრება პარასკევს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.



08.Apr.2019 17:15
262

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
428

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
697

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
613

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
349

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
426

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More