Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მაკა ასათიანის ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, სასამართლო არის ზეწოლის ქვეშ

56c6fd6f3dcb1
BM.GE
19.02.16 15:31
1257
სასამართლომ გია გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მაესტროს კრედიტორთა კრება 15 მარტამდე გადაიდო. მაკა ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე სასამართლო ზეწოლაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქმე სამართლებრივი ველიდან გავიდა.
 
"დარწმუნებული ვარ სასამართლო არის ზეწოლის ქვეშ და მას იძულებით მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, სამართლებრივი ველიდან გავდივართ.

მე დღეს არ მესაუბრებოდა და მეპაიქრებოდა ბატონი ირაკლი კორძახია, მე დღეს მესაუბრებოდა სახელმწიფო. სამწუხაროდ, ეს არის თამაში წესების გარეშე“, - განაცხადა ადვოკატმა "მაესტროს" ეთერში.