Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაკა ასათიანი და კოტე გოგელია "მაესტროს" წილის გაყიდვას არ განიხილავენ

56dd63f984701
BM.GE
07.03.16 15:18
1684
მაკა ასათიანი და კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
""მაესტროს" მიმართ სასამართლოს და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა ჩვენთან მიმდინარეობს მოლაპარაკება წილის გაყიდვის საკითხზე.

მკაფიოდ და გასაგებად გვსურს განვაცხადოთ, რომ სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემოთავაზება "მაესტროს" წილის გაყიდვის თაობაზე. "მაესტროს" წილი ჩვენს მიერ არ იყიდება.

პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა და ჩვენ იძულებული ვართ, შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ ეს გამოწვევა.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია.

პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის სრულდება ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად.

"მაესტრო" დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა.

"მაესტროს" კარი ყოველთვის ღია იქნება თავისუფალი ადამიანებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.