Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაიქლ შტაინერი: საქართველოში მოსავლის მაჩვენებელი დაბალია, პოტენციალი კი მაღალი

56d4297a1cc94
BM.GE
29.02.16 15:17
1078
"საქართველოში მოსავლის მაჩვენებელი დაბალია, პოტენციალი კი მაღალი", - აღნიშნულის შესახებ, USID-ს უფროსმა სტატისტიკოსმა, მაიქლ შტაინერიმ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია სჭირდება, ვიდრე დღეს აქვს. როგორც მაიქლ შტაინერი განმარტავს, საჭიროა არსებობდეს ციფრები როგორც პროდუქციის წარმოებაზე, ასევე მის დასაწყობებაზე.

"სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს სტატისტიკა იწარმოება მაგრამ პოსტფაქტუმ. ჩვენ ვმუშაობთ მეთოდოლოგიაზე, რათა შევძლოთ მოსავლის პროგნოზირება და უფრო ადრე მოვახდინოთ ინფორმაციის დადება ვიდრე ამას სტატისტიკის სამსახური აკეთებს. რა თქმა უნდა პროცესში ჩართული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროც", - განაცხადა მაიქლ შტაინერიმ.

მისივე თქმით, საქართველოში თითქმის ყველა კულტურის მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა მოსავლის პრუქტიულობის დონე დაბალია.