Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაია მელიქიძე: მაინცდამაინც არ არის მისასალმებელი უცებ რომ გამყარდეს ეროვნული ვალუტა

56f12544412a8
ელენე გოგბერაშვილი
22.03.16 14:57
1268
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენციას გამოეხმაურა. მაია მელიქიძე მიმდინარე პროცესს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას უკავშირებს, თუმცა აცხადებს, რომ ლარის უცაბედი როგორც გამყარება, ისე გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.
 
"ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში შემოდის ინვესტიციები. საკმაოდ არის გაზრდილი ფულადი გზავნილები ისრაელიდან- 65%-ით, აშშ-დან 15%-ით, გერმანიიდან 9%-ით. გარკვეულწილად მთავრობა აქტიურად არის ჩართული იმ პროცესებბში, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას. ეროვნული ბანკის სტრატეგია კი არის ის, რომ უნდა დაიკავოს ტრენდი. მაინცდამაინც არ არის მისასალმებელი უცებ რომ გამყარრდეს ეროვნული ვალუტა. იმიტომ რომ ამას თანმდევი უარყოფითი პროცესები გააჩნია. თუ დავიკავებთ გარკვეულ ტრენდს კარგი იქმნება ნამდვილად. უცაბედი გამყარებაც და უცაბედი გაუფასურებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მომტანია", - აცხადებს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი,მაია მელიქიძე.