Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლუკოილი: წლის მეორე ნახევარში ნავთობზე ფასები გაიზრდება და ბარელზე 50$-ს მიაღწევს

56a237d7763a1
BM.GE
22.01.16 17:59
1237
"წლის მეორე ნახევარში ნავთობზე ფასები გაიზრდება და ბარელზე 50$-ს მიაღწევს", - ასეთია კომპანია "ლუკოილის" ხელმძღვანელის ვაგიტ ალეკპეროვის ვარაუდი. "დღეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფასები ნავთობზე უკიდურესად დაბალია. უმსხვილესი ქვეყნებიც კი თვლიან, რომ დღეს ფასები არაობიექტურად დაბალია. ეს ბაზარს მხოლოდ ერთადერთ სიგნალს აძლევს, რომ ჩვენს პროდუქტზე ფასები გაიზრდება", - ამბობს ალეკპეროვი. "ლუკოილი" 2016 წელს საინვესტიციო პროგრამას 1,2-1,5 მილიარდ დოლარამდე შეამცირებს ამბობს "ლუკოილის" ხელმძღვანელი. მან ნავთობის ფასის ის ნიშნულიც დაასახელა, რომლის ქვემოთაც რუსეთში პროექტები შეჩერდება.

"ვფიქრობ, რომ ქვედა ზღვარი არის 24 აშშ დოლარი 1 ბარელზე. ყველა ანალიზი მიუთითებს, რომ ამ ფასის დაბლა ძალიან ბევრი პროექტი, მოქმედიც, გაჩერდება", - განუცხადა მან ტელეკომპანია "რასია 24“-ს. ცოტა ხნის წინ ალეკპეროვმა განაცხადა, რომ კრიზისულ პერიოდში არ ღირს რევოლუციების, რეფორმების და საგადასახადო ცვლილებების განხორციელება.