Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლუდზე აქციზის შემცირების შემთხვევაში, მწარმოებლები სახელმწიფოს ფისკალური ეფექტის შენარჩუნების გეგმას სთავაზობენ

56d68ac5c9671
BM.GE
02.03.16 10:30
1090
ლუდის აქციზის გადახედვის საკითხზე პრინციპული თანხმობაა, - აღნიშნულის შესახებ, კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა.
 
"ფაქტიურად გალღვა ის ყინული, რაც ჩვენსა და ხელისუფლებას შორის იყო. უპრობლემოდ შეგვიძლია გიორგი კვირიკაშვილთან დავსვათ საკითხი. საკითხზე ორი კვირის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ლუდის აქციზის მწარმოებლების მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვაც მოხდა, რომლის მიხედვითაც ლუდზე აქციზური გადასახადი მასში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით დაითვლება. 

"ამ შემთხვევაში ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ბაზრის იმ წილს დავიბრუნებთ, რაც დავკარგეთ, შესაბამისად სახელმწიფოსაც იგივე შემოსავალი ექნება. პრინციპული თანხმობა არის, თუმცა განსახილველია დეტალები", - აცხადებს ხუნძაკიშვილი. მისივე თქმით, თავის მხრივ მწარმოებლები საკუთარ თავზე აიღებენ ვალდებულებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში იმავე თანხას გადაიხდიან, რასაც გასულ წლებში იხდიდნენ.

"თუ მაგალითად 2-3 მილიონი დააკლდება ბიუჯეტს, ჩვენ მზად ვართ, ამ თანხის ფარგლებში რაიმე პროექტი დავაფინანსოთ, ეს შესაძლოა იყოს სოციალური პროექტი. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე კომფორტულად იგრძნობს თავს", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.