Home
Category
TV Live Menu
Loading data...

LGM Investments-ი საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაზრდას გეგმავს

56fbdb6de5f8a
BM.GE
30.03.16 17:56
1270
LGM Investments-ი საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
 
მსხვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდი LGM Investments-ი "საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი აქციონერია.

ფონდის ინტერესის ძირითად სფეროებს საფინანსო და ჯანდაცვის სექტორი წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება და მათი ხელშეწყობისთვის მზად არის.

საუბარი შეეხო საქართველოში წარმატებით განხორციელებულ ბრიტანულ საინვესტიციო პროექტებს შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნა BP-ის პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიარდი ევროა.

პრემიერი პრეს-სამსახურის ცნობით, ბრიტანელ ინვესტორებთან კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე საუბარი დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გაგრძელდება, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

შეხვედრას LGM Investments-ის მთავარი საინვესტიციო მენეჯერი ტომას ვესტერი, ფონდის საინვესტიციო მენეჯერები - დეფიდ ლუისი და გარეტ მორგანი; ხოლო, საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.