Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლევან კვერნაძე: ჩვენ ინდუსტრიულად გაშენებული თუთის ხეები გვჭირდება

56d94949f014a
BM.GE
04.03.16 12:30
1280
ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი მივიწყებული დარგის - მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობა გადაწყვიტა. ამ მიზნით, ბიზნესმენებმა საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან შემოტანილი 10 000 თუთის ნერგი საჩუქრად გადასცეს. თუმცა, რა კონკრეტულ ინვესტიციაზეა საუბარი, ამ დროისთვის არ ხმაურდება, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის კოორდინატორი, ლევან კვერნაძე საუბრობს.
 
- ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია საქართველოში მეაბრუშემეობის განვითარება?

- ეს ბიზნეს მოდელი არის აბრეშუმის დარგის რეაბილიტაციის და შემდგომი განვითარების ინიცირების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი. აქ საუბარია, რომ ქვეყნის ეკონომიკას გაჯანსაღება, შიდა პროდუქტს კი ზრდა სჭირდება და იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვქონდეს ჩვენ დივერსიფიკაცია გვჭირდება. მეაბრეშუმეობა ეს ის დარგია, რომელიც საქართველოში წლების წინ კარგად იყო განვითარებული. ამ დარგში გარკვეული გამოცდილება გვაქვს, წარმატებებიც გვქონდა და ამ მრეწველობაში ძალიან ბევრი ოჯახი იყო დასაქმებული. იმის გამო, რომ ამ დარგის რეაბილიტაციას ბიზნესი ვერ დაიწყებს, რადგან გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მასში სახელმწიფოს ჩარევა იქნებოდა საჭირო.

- სახელმწიფოს ჩარევა იქიდან ხომ არ მომდინარეობს, რომ თავის ტრადიციებიდან გამომდინარე, დარგი თავის დროზეც ყოველთვის სახელმწიფოს ჩარევით ფუნქციონირებდა?

- იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ეს მცდელობები ძირითადად იმით მთავრდებოდა, რომ ჩვენ რაღაც კუსტარული საწარმოების შექმნას ვიწყებდით, შევქმენით რამდენიმე კოოპერატივი, რომელმაც თავის მსვლელობაში ვერანაირი დინამიკა ვერ იხილა. ჩვენი მიდგომა შემდეგია - ჩვენ რომ საბოლოო პროდუქტი მივიღოთ და უპირველეს ყოვლისა,  საბოლოო პროდუქტი, მაღალი ხარისხის ხამი ძაფი მივიღოთ, საჭიროა, რომ პარკი არ გავაშროთ. სანამ პარკს გავაშრობთ, ხამი ძაფი იქიდან მანამდე გამოვიყვანოთ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ დავთვალეთ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს ბიზნეს გარემოსთვის მიზმიდველი და საინტერესო გახდეს. თუ არ მოხდა სახელმწიფოს გარკვეული სახით ჩარევა, ბიზნესი ამას არ დაიწყებს. ეს იქნება დაუმთავრებელი საუბარი, რომ ჩვენ კარგი ხარისხის აბრეშუმს ვაწარმოებდით და ა.შ. ინდუსტრიულად გაშენებული თუთის პლანტაციები გვჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილებაც, თუ რამ მოუღო ამ დარგს ბოლო - ის, რომ თუთის ხეების დაავადებები გავრცელდა.

რამდენიმე ჯიშის თუთის ხე, მათი გაშენების ინდუსტრიული მეთოდები შევისწავლეთ. საბჭოთა კავშირის დროს ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა 8-დან 10 ჰექტარამდე გვქონდა, ამ ჯიშების მეშვეობით ეს შეიძლება ერთ ჰექტარზე 15 ტონაზე ავიყვანოთ. არის ქვეყნები, სადაც ინდუსტრიულად გაშენებულ პლანტაციებში 30-50 ტონას ღებულობენ.
 
- ეს დინამიკა ქართულ მოდელში ჩადებულია?

- ეს თუთის ხეების ინდუსტრიული გაშენებაა, ჭიის გამოკვება, გარკვეული საცავების შექმნა იმისათის, რომ პარკი არ გავახმოთ და ძაფი პირდაპირ ამოვიღოთ და შემდეგი უკვე ძაფის ამოსახვევია, ანუ ჩვენ საქმე სამ სხვადასხვა ბიზნეს პროცესსთან გვაქვს. აქ ჩვენ გრენის გამოყვანაზე არ ვსაუბრობთ, რადგან დღეს ადვილია ხარისხიანი გრენის იმპორტის განხორციელება. ამ დარგის ძირითადი პრობლემა თუთის ხეების ინდუსტრიული გაშენებაა, რომელშიც ჩვენ სხვადასხვა მოდელების განხილვა შეგვიძლია, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ამაში ბიზნესს დაეხმაროს. რაც მთავარია, ამის წარმატებული მოდელები დღეს ჩვენ გვაქვს. ეს არის - "დანერგე მომავალში", სადაც ნერგები 70 პროცენტით და სარწყავი სისტემები 50 პროცენტით ფინანსდება. ეს აპრობირებული მეთოდია. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, არამდედ ღირებულებათა ჯაჭვს ვყოფთ სად რა ღირებულება იქმნება და სად რა ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენს რეკომენდაციებს აქ ვაკეთებთ.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ტრადიციული სქემით მოქმედებს, ანუ შედის ავითარებს ამ თემას და შემგომ გამოსვლას აკეთებს, თუ კონკრეტულად მეაბრეშუმეობაში რამე შეიცვალა?

- ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და გამოსვლა უნდა გააკეთოს ყველა ბიზნესიდან. ამ პროექტის შემუშავებაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან: მეცნიერები, ამ დარგში მომუშავე პიროვნებები, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და თანამშრომლობითვის მათ მადლობას ვეტყოდი. ასევე, რამდენიმე ბიზნეს ჯგუფს შევხვდი, ვინც აღნიშნული დარგით დაინტერესებულია და მათი მიდგომა და მოსაზრებები გავიზიარეთ. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი მოღვაწეობით წარმატების მიღწევა შესაძლებელია.