Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლექსო ალექსიშვილი: ღარიბი ქვეყანა ვართ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა არარეალისტურია

56693f17442e5
BM.GE
10.12.15 13:00
1469
საკონსულტაციო ორგანიზაცია PMCG-მ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის რეფორმის შესახებ საკუთარი დასკვნა წარმოადგინა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში, ახალ საპენსიო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს. PMCG-ის თავმჯდომარე, ლექსო ალექსიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველო ღარიბი ქვეყანაა და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა არარეალისტურია.
 
"კვლევის ძირითადი მიზანი, იყო რომ შეესწავლა რამდენად რეალისტურია სცენარი, რომლის მიხედვითაც სავალდებულო საპენსიო სისტემის შემოღების შემთხვევაში ჩვენ ვუზრუნველყობთ ე.წ. ღირსეულ პენსიას და იმ ეკონომიკურ პირობებში, რომელშიც საქართველოა ეს რამდენად მიღწევადია. დასკვნა, რომელიც გაკეთდა კვლევის მიხედვით, არის რომ ეს მიღწევადი არ არის. ეს არ არის რეალისტური. ჩვენ სამწუხაროდ ვართ ღარიბი ქვეყანა ჯერ-ჯერობით და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა და განვითარება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ღირსეულ პენსიაზე ფიქრი და შესაბამისად განხორციელებაც. მანამდე ყველა ტიპის სავალდებულო საპენსიო სისტემა იქნება გაცილებით მაღალ რისკიანი, ის შეიძლება იყოს ეკონომიკისთვის მავნეც. მისი საფრთხეების გათვალისწინებით, ის მთლიანად დაანგრევს ეკონომიკას, ასევე ეჭვქვეშ დააყენებს სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მიმართ სანდოობას. ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლები და იქიდან გამოსვლის პერიოდიც, - უნდა გავუფრთხილდეთ ნებისმიერ საკითხს რომელიც იწვევს სახელმწიფო სისტემებისადმი უნდობლობას. დღეს საუბარი იმაზე, რომ შემოვიტანოთ სავალდებულო საპენსიო სისტემა არ არის რეალისტური“, - აცხადებს ალექსიშვილი.