Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლეჟავა: გიორგი კვირიკაშვილს ვერსად შევამჩნიე, რომ ლიდერის პოზიციიდან შეუძლია მოქმედება

567bc0593427d
BM.GE
24.12.15 13:43
1196
თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, ვატო ლეჟავა პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში ბიზნესისთვის ცვლილებას არ ელოდება. ლეჟავა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სიტუაცია არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში შეიცვლება. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია ბიზნესს უფრო "გასაგებ ენაზე" ესაუბროს, თუმცა ეს საქმეზე არ აისახება.

"გიორგი კვირიკაშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და მე ვერსად ვერ შევამჩნიე რომ მას შეუძლია ლიდერის პოზიციიდან მოქმედება ან მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბება. თუ გულისხმობთ, რომ მას უფრო გასაგებ ენაზე შეუძლია ელაპარაკოს ბიზნესს, - ამას დაგიდასტურებთ, თუმცა საქმეში ეს არ აისახება. გასაგები გახდა, რომ ყველაფერი გაუგებარია. მგონია რომ პრემიერის წასვლას ბიზნესგარემოზე გავლენა არ ექნება, არ შეიცვლება სიტუაციაა. ბევრი პრობლემა, რომელიც საქართველოში იყო, სწორედ ამ გაუგებრობით იყო გამოწვეული. არ იყო ხედვა, არ იყო მოლოდინი რომ ქვეყანაში კურსი ან პოლიტიკა არსებობს, რომელიც გაგრძელდება ან გაძლიერდება, ამ კუთხით არაფერი შეიცვლება და ეს არის ცუდი", - განაცხადა ლეჟავამ.